ბოლონია, გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

გულიაშვილი იტალიაში? - სერია A-ს კლუბი რეკორდულ თანხას იხდის

საქართველოს ნაკრების და ბოსნია & ჰერცეგოვინული კლუბის, „სარაევოს“ შემტევი, გიორგი გულიაშვილი შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატში ვიხილოთ.

„სარაევოსთან“ დაახლოებული სააგენტო, fkz.zone-ის ინფორმაციით, სერია A-ს კლუბი „ბოლონია“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბოსნიურ გუნდს 4 705 000 ევროს სთავაზობს.

ამავე გვერდის ცნობით, თუ „სარაევოს“ ხელმძღვანელები „ბოლონიას“ შეთავაზებას დათანხმდებიან, გულიაშვილი როგორც კლუბის, ისე ბოსნია & ჰერცეგოვინას ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდება. სააგენტო წერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა და მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

View this post on Instagram

A post shared by FKS.ZONE (@fks.zone)

გიორგი გულიაშვილი „სარაევოში“ 2022 წლიდან ირიცხება და ამ დრომდე, ბოსნიური გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 30 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები