„სულელო, ახლავე წაშალე“ - რონალდუს და ჟურნალისტს გაუბრაზდა
ნეიმარს ბოლო პერიოდში „ალ-ჰილალის“ ხელმძღვანელებთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა, რის გამოც ბრაზილიური სპორტული გამოცემები გამუდმებით ამ ფეხბურთელის მომავალზე წერენ. ბოლო ინფორმაცია კი ისეთი გახლდათ, რომელმაც არამხოლოდ ნეიმარი, არამედ კრიშტიანუ რონალდუ და მისი გარემოცვა გააღიზიანა.
ცნობილმა გამოცემა Esportes-მა დაწერა, რომ „ალ-ჰილალს“ ნეიმარის გაყიდვა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მის ნაცვლად კი არც მეტი არც ნაკლები მთავარი კონკურენტის, „ალ-ნასრის“ ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს დამატებას გეგმავენ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით თავად პორტუგალიელს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სამაგიეროდ, მისი დაცვა საკუთარ თავზე კრიშტიანუს დამ აიღო.
კატია ავეირუმ ბრაზილიურ გამოცემას პირდაპირ მოუწოდა სტატიის წაშლისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. მან აღნიშნა, რომ „ალ-ჰილალი“ და „ალ-ნასრი“ ისტორიული მეტოქეები არიან და რონალდუ ისევე არ გადავა ამ გუნდში, როგორც თავის დროზე არჩევანს „ბარსელონას“ სასარგებლოდ არ გააკეთებდა. რონალდუს დამ სტატიის ავტორ ბრაზილიელ ჟურნალისტს სულელი უწოდა.