ოლივეირა: „ჰოლოუეი ჩემთვის იდეალური ვარიანტია“
35 წლის ჩარლზ ოლივეირა მასთან ბრძოლის ჩატარებას მაქს ჰოლოუეის სთავაზობს, რომლისგანც როგორც თავად ამბობს, BMF-ის ქამრის მემკვიდრეობით მიღება სურს. ეს მებრძოლები ერთმანეთს ბოლოს 2015 წელს შეხვდნენ და მაშინ პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით ჰოლოუეიმ გაიმარჯვა, რომელიც როგორც თავად განაცხადა, ზაფხულამდე დასვენებას გეგმავს.
ოლივეირას კარიერაში გამართული 45 ბრძოლიდან 34-ში გამარჯვება აქვს მოპოვებული. საჩემპიონო ქამარი კი საკმაოდ იშვიათი მიზეზის გამო, ჯასტინ გეიჯთან ბრძოლამდე წონის ჩაგდების გამო დაკარგა. ამის შემდეგ ტიტულის მოგება ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებით შეეცადა, მაგრამ ნოკაუტში ჩავარდა.
რა პასუხი ექნება ოლივეირას გამოწვევაზე ჰოლოუეის, რომელიც კარიერაში პირველად ნოკაუტში ქართველმა ილია თოფურიამ გაგზავნა, ჯერჯერობით უცნობია. ბოლოს მაქსი მედიასთან რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, როდესაც სხვა წონით დივიზიონში გადასვლა დააანონსა.