„პროცესები ჩვენს ხელშია“ - ჩეხებმა საქართველოსა ალბანეთის ნაკრებებზე ისაუბრეს
Aa
Aa

„პროცესები ჩვენს ხელშია“ - ჩეხებმა საქართველოსა ალბანეთის ნაკრებებზე ისაუბრეს

ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პეტრ ფოუსეკმა ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებებთან გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა. ფოუსეკის კომენტარს ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის გვერდი ავრცელებს.

პეტრ ფოუსეკი:

„ძალიან კარგია, რომ წარუმატებელი სტარტის შემდეგ, გუნდმა თამაში გამოასწორა და აყლა პროცესები ჩვენს ხელშია. ალბანეთში რთული მატჩი გველის და ეს შარშან უკვე გამოვცადეთ, შემდეგ კი საქართველოს ოლომოუცში, სავსე ტრიბუნის თანხლებით დავუპირისპირდებით. ყველამ იცის, რისთვისაც ვთამაშობთ - მიზანი ერთა ლიგის A დივიზიონში დაწინაურება და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დამატებითი შანსის მოპოვებაა“.

ჩეხეთის ნაკრები ალბანეთს სტუმრად 16 ნოემბერს დაუპირისპირდება, საქათველოს ნაკრებთან კი 19 ნოემბერს, ქალაქ ოლომოუცში ითამაშებს.

4 ტურის შემდეგ, ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, მეორე-მესამე პოზიციებს 6-6 ქულით საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები ინაწილებენ, მე-4 ადგილს კი 4 ქულით უკრაინა იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული მატჩი იქნება, მაგრამ...“ - უკრაინელი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებზე
„რთული მატჩი იქნება, მაგრამ...“ - უკრაინელი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებზე