იბერია 1999-მა და ტორპედომ დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს | Crystalbet ეროვნული ლიგის მიმოხილვა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
გათამაშების ლიდერმა, „იბერია 1999“-მა მესამეადგილოსან „გაგრას“ უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ასევე დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსანმა „ტორპედომ“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „დინამო ბათუმს“ 1:0 მოუგო და ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე სატურნირო ცხრილს 67 ქულით „იბერია 1999“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 64 ქულით „ტორპედოა“, მესამე ადგილზე კი 59 ქულით გორის „დილაა“.
„კრისტალსპორტი“ „კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მიმოხილვას გთავაზობთ.