ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

ლებრონის მორიგი რეკორდი - წინ მელოუნის მიღწევაა

30 დეკემბერს ლებრონ ჯეიმსს 40 წელი შეუსრულდება, მაგრამ NBA-სა და მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის თამაშს ასაკი ვერაფერს ამჩნევს და ის ძველებური შემართებით აგრძელებს „ლეიკერსის“ დახმარებასა და სხვადასხვა ისტორიული რეკორდების დამყარებას. ლოს-ანჯელესის კლუბმა „ტორონტო“ (123:103) 20-ქულიანი სხვაობით დაამარცხა და სეზონში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, ჯეიმსი კი თანაგუნდელებს შორის ამჯერადაც გამორჩეული გახლდათ.

ვეტერანმა კალათბურთელმა ისევე როგორც წინა მატჩში, ამჯერადაც ტრიპლ-დაბლი გაიფორმა და გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც ზედიზედ ორ თამაშში სამმაგი დუბლი შეასრულა. თუ „რეპტორსთან“ ლებრონის ანგარიშზე 19 ქულა, 10 მოხსნა და 16 შედეგიანი გადაცემა იყო, იქამდე „ფილადელფიასთან“ (116:106) 21 ქულასთან ერთად, 12 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

უახლოეს პერიოდში „ლეიკერსის“ ლიდერს კიდევ ერთი მიღწევის გაუმჯობესების საშუალება ექნება. კარლ მელოუნია ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი, რომელმაც სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო და მან ამის გაკეთება 40 წლისა და 127 დღის ასაკში მოახერხა. თუ ლებრონმა აქტიური სპორტიდან წასვლა არ გადაწყვიტა და „ლეიკერსმა“ პლეი ოფის საგზური მოიპოვა, ის სეზონის მეორე ნახევარს ტრიპლ-დაბლის გარეშე ნამდვილად არ ჩაატარებს და მელოუნის მიღწევაც აღარავის გაახსენდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნარკოტიკებს ვასაღებდი“ – NBA-ს ვარსკვლავის სკანდალური ინტერვიუ
„ნარკოტიკებს ვასაღებდი“ – NBA-ს ვარსკვლავის სკანდალური ინტერვიუ