მაიკ ტაისონი, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

„რატომ მოვიგებ? იმიტომ, რომ...“ - რას ამბობს ტაისონი

მაიკ ტაისონმა ჯეიკ პოლთან მოახლოებულ ჩხუბზე ილაპარაკა.

ლეგენდარულმა მოკრივემ ახსნა, თუ რატომ დაამარცხებს ის თავის მოწინააღმდეგეს.

პოლი ბევრს ოცნებობს. მას კარგი წარმოსახვა აქვს. ამბობს, რომ ახლა შენი დროა? კარგი, რამდენიმე დღეში ვნახავთ. რატომ მოვიგებ? იმიტომ, რომ მე მაიკ ტაისონი ვარ“, - თქვა ექს-ჩემპიონმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ტაისონისა და პოლის ჩხუბი 20 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ შემდეგ ის 15 ნოემბრამდე გადაიდო.

მიზეზი ის გახდა, რომ ტაისონს წყლული გაუმწვავდა. ჯეიკ პოლი ყოფილი იუთუბერია, რომელმაც პროფესიონალური მოკრივის კარიერა დაიწყო და 10 ბრძოლა აქვს გამართული.

ცნობისთვის, ჯეიკ პოლს ნეით რობინსონის, ბენ ასკრენის, ტაირონ ვუდლის, ანდერსონ სილვას, ტომი ფიურის, ნეით დიასის, ანდრე ოგუსტისა და რაიან ბურლანდის წინააღმდეგ უჩხუბია. მას ერთი მარცხი აქვს და ტომი ფიურიმ მოუგო.

რაც შეეხება ტაისონს, მან ბოლოს 2020 წელს, როი ჯონს ჯუნიორის წინააღმდეგ იჩხუბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როი ჯონსი: ტაისონს პოლის დანოკაუტება შეუძლია - ის ძალიან სახიფათოა
როი ჯონსი: ტაისონს პოლის დანოკაუტება შეუძლია - ის ძალიან სახიფათოა