მსაჯიც მიხვდა, რომ ბარსელონას გოლი უნდა ჩათვლილიყო | სკანდალი ლა ლიგაში
ლა ლიგის მე-13 ტური სკანდალურად დასრულდა. „ბარსელონა“ სტუმრად „სოსიედადს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. მე-13 წუთზე, „ბლაუგრანა“ რობერტ ლევანდოვსკის გოლით დაწინაურდა, რომელიც ვიდეორეფერიმ გააუქმა და საფეხბურთო სამყაროს სალაპარაკო თემა სწორედ ეს ეპიზოდი გახდა.
გულშემატკივართა აბსოლუტურთა უმრავლესობის აზრით, თამაშგარე მდგომარეობის ნახევრად-ავტომატურმა სისტემამ აშკარა შეცდომა დაუშვა და შემტევისა და მცველის ბუცები ერთმანეთში აერია. ამ მოსაზრებას ექსპერტების დიდი ნაწილი იზიარებს და მომხდართან დაკავშირებით, Sport-ის ჟურნალისტმა, ტონი ხუანმარტიმ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ხუანმარტის თქმით, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გილერმე კუადრა ფერნანდესმა მატჩის შემდეგვე გაანალიზა, რომ მისმა სამსაჯო ბრიგადამ შეცდომა დაუშვა. როცა იგი გასახდელს ტოვებდა, ჰანსი ფლიკს რამდენჯერმე გაუმეორა: „მე რის გაკეთება შემიძლია?“. ეს სიტყვება მინიშნება იყო იმაზე, რომ VAR-მა უთხრა თამაშგარე მდგომარეობაოო და გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მიიღო.
???????? ¡???????????????????????????????? ???????????????????? ???????????? ???????????????? ???????? ???????? ???????????????? ???????????????????????????????? - ????????????????????????????????????!
— Archivo VAR (@ArchivoVAR) November 10, 2024
▪️ El fuera de juego semiautomático ???????? ???????????????????????????????????????? a defensa y atacante.
❌ ¡El VAR ha representado la bota de Nayef como si fuese la de Lewandowski! pic.twitter.com/4HpGKqnp89
„მსაჯს ვუთხარი, რომ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ვიცი, რომ მისი ბრალი არ ყოფილა. ძალიან არ გავბრაზებულვარ. ცოტათი გავბრაზდი, რადგან გოლი რომ ჩაეთვალათ, მატჩი სხვანაირი სცენარით განვითარდებოდა“, - განაცხადა ფლიკმა შეხვედრის შემდეგ.
სხვათა შორის, „ბარსელონას“ ფეხბურთელი, რაფინია მსაჯის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და სასაცილო ფოტო გამოაქვეყნა.
???? Raphinha se mofa del VAR en la jugada de Lewandowski
— Diario SPORT (@sport) November 11, 2024
???? El brasileño, disgustado como el resto de compañeros, criticó la decisión de anular un gol que habría marcado la suerte del Real Sociedad - Barça con esta historia de Instagram
???? ¿Era gol legal? pic.twitter.com/BsA8Z26JM8