ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ნიკოლოზ ბასილაშვილი კობეს ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიის ქალაქ კობეში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირს გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, იაპონელ ჰიროკი მორიასთან სამ სეტში – 6:3, 5:7, 3:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს, ბასილაშვილმა სეულის ჩელენჯერი მოიგო. 2021 წლის შემდეგ, ეს ქართველი ჩოგბურთელის პირველი ტიტულია, კარიერაში კი მე-6.

უკანასკნელად მან 2021 წლის 21 აპრილს მიუნხენის ღია პირველობა მოიგო. სეულში გამარჯვებით კი 100 სარეიტინგო ქულა დაიწერა. ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 215-ე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კობეს ჩელენჯერის კვალიფიკაცია - ბასილაშვილი ფინალშია
კობეს ჩელენჯერის კვალიფიკაცია - ბასილაშვილი ფინალშია