„ყველგან ძალიან სახიფათოა“ | ოლივეირამ ილია თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურია შეაქო. „და ბრონქსს“ ჰკითხეს, „ელ მატადორზე“ რა აზრისაა და ოლივეირამ ქართველი ჩემპიონი დაახასიათა.
„ილია თოფურიას კარგი საბრძოლო სტილი აქვს და ძალიან სახიფათოა. ილია დიდი გულის პატრონი მებრძოლია, ძლიერი ხელები აქვს და ფეხითაც ძლიერად ურტყამს. თოფურია ძალიან მომწონს და უაღრესად სახიფათოა, როგორც დგომში, ისე პარტერში“.
ცნობისთვის, ოლივეირამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლამდე, წონის ჩაგდების გამო დაკარგა. „და ბრონქსს“ ვაკანტური ტიტულის დასაკუთრება ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ შეეძლო, მაგრამ მახრჩობელა ილეთით დამარცხდა. მახაჩევის შემდეგ, ბენილ დარიუშს მოუგო, ბოლო ბრძოლაში კი არმან ცარუკიანთან წააგო.
გეტყვით იმასაც, რომ ოლივეირას კარიერაში გამართული 45 ორთაბრძოლიდან 34 მოგებული აქვს. ჩარლზს UFC-ში სარეკორდო, 20 ფინიში აქვს გაფორმებული და ბონუსი 19-ჯერ აიღო, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.