ანდრეი ლუნინი
Aa
Aa

საქართველოსთან ვერ ითამაშებს - უკრაინას კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

უკრაინის ეროვნული ნაკრები ნოემბერში, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, 2 მატჩს გამართავს. სერგეი რებროვის გუნდი 16 ნოემბერს საქართველოს შეხვდება, 19 ნოემბერს კი - ალბანეთს.

როგორც ცნობილი გახდა, უკრაინელებს ერთ-ერთი მეკარე, ანდრეი ლუნინი ვერ დაეხმარება, რომელიც „რეალში“ თამაშობს.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მიზეზი ოჯახური მდგომარეობაა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თავის გუნდს უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ ციგანკოვიც ვერ დაეხმარება. მის შემთხვევაში მიზეზი ტრავმაა: ჟირონას“ ფეხბურთელმა 2 ოქტომბერს, „ფეიენოორდთან“ მატჩის დროს, ბარძაყის კუნთი დაიზიანა.

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი 16 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, უკრაინის ნაკრები კი 4 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რებროვმა უკრაინის შემადგენლობა დაასახელა | ერთა ლიგა
რებროვმა უკრაინის შემადგენლობა დაასახელა | ერთა ლიგა