ილია თოფურია, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

„სწორედ ილიამ შთამაგონა“ | კარლოს ალკარასმა თოფურია გამოარჩია

ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა, Vogue-მა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები შეკრიბა (ნოვაკ ჯოკოვიჩი კოლეგებს ტრავმის გამო ვერ შეუერთდა) და მათთან ინტერვიუები ჩაწერა. Vogue-ის ერთ-ერთი შეკითხვა ჩოგბურთელთა შთაგონების წყაროსთან იყო დაკავშირებული და კარლოს ალკარასმა ილია თოფურია გამოარჩია.

Vogue: „არის ვინმე ან რამე საჩოგბურთო სამყაროს გარეთ, მაგალითად მომღერალი, ბენდი, მწერალი, პოეტი, ფსიქოლოგი ან ვინმე სხვა, ვინც 2024 წელს შთაგაგონათ?“

ალკარასი: „რთული შეკითხვაა, მაგრამ ჩემი შთაგონების წყაროდ ილია თოფურიას დავასახელებ. ელ მატადორმა ძალიან შთამაგონა“.

ცნობისთვის, 2024 წელს, ალკარასმა 4 ტურნირი მოიგო, რომელთაგან ორი დიდი სლემი გათამაშება იყო. ესპანელი ჩოგბურთელი „როლან გაროსისა“ და „უიმბლდონის“ გამარჯვებული გახდა. საერთო ჯამში, მან 63 შეხვედრა გამართა და 52-ჯერ იმარჯვა.

თოფურიას რაც შეეხება, 2024 წელს, ილიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა და ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა. რამდენიმე თვის შემდეგ, „ელ მატადორმა“ მაქს ჰოლოუეი დააფინიშა და ერთ წელიწადში „დალოცვილისა“ და „ვოლკის“ მსგავსი ლეგენდები დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიდან“ მთავარი გმირი იყო“ | იტალიური მედია კვარას აფასებს
„ნაპოლიდან“ მთავარი გმირი იყო“ | იტალიური მედია კვარას აფასებს