გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი
Aa
Aa

ბითაძის შოუ | ეფექტური ჩატენვები და ორმაგი დუბლი ვაშინგტონთან

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. „ნიუ ორლეან პელიკანსის“ დამარცხების შემდეგ, ქართველი ცენტრის გუნდი საკუთარ კედლებში „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - 121:94.

ბითაძემ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. გოგამ პარკეტზე 21 წუთი და 39 წამი გაატარა და ორმაგი დუბლი გაიფორმა - 10 ქულა, 12 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება. ბითაძემ 6-დან 5 ორქულიანი გამოიყენა და მის პასივში მხოლოდ ერთი ჯარიმა იყო.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      აღნიშვნის ღირსია ის, რომ გოგამ „ვაშინგტონის“ ფარზე ბურთი 6-ჯერ მოხსნა და ეფექტური ჩატენვები შემოგვთავაზა. „ორლანდოს“ მთავარ მექულეს რაც შეეხება, „მეჯიქის“ რიგებში საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო - 23 ქულა, 7 პასი, 4 მოხსნა. მისმა ძმამ, მორიც ვაგნერმა 16 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

      ცნობისთვის, „ორლანდოს“ 5 მოგება და 6 წაგება აქვს. „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 გახლავთ და მომდევნო შეხვედრა 13 ნოემბერს, „შარლოთ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ ელის. გოგას გუნდი ამ მატჩშიც მასპინძლის სტატუსით იქნება.  

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      „ნაპოლიდან“ მთავარი გმირი იყო“ | იტალიური მედია კვარას აფასებს
      „ნაპოლიდან“ მთავარი გმირი იყო“ | იტალიური მედია კვარას აფასებს