ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„თამაშის სურვილი მხოლოდ მას ეტყობოდა“ - დავითაშვილის შეფასება

რონ-ალპის დერბიში „ლიონთან“  „სენტ-ეტიენის“ (0:1) მარცხის მიუხედავად, ამ გუნდის ქართველი ლიდერისა და საუკეთესო ბომბარდირის, ზურიკო დავითაშვილის თამაშის უარყოფითად შეფასება მაინც არ შეიძლება, რადგან მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო და მეტოქე გუნდის მცველებისთვის დისკომფორტის შექმნას მაქსიმალურად ცდილობდა. ყოველივე ეს არ გამოჰპარვია ფრანგულ სპორტულ მედიას და თამაშის შემდეგ 23 წლის ქართველმა შემტევმა ჟურნალისტებისგან კომპლიმენტები დაიმსახურა.

რას წერენ ზურიკოზე

10-ბალიანი სისტემით 6-იანს დავუწერდით. მეტსაც იმსახურებს და „სენტ-ეტიენს“ ქულა რომ აეღო, რვიანითაც შეფასდებოდა. ის თავისი გუნდის შეტევების ავანგარდში იყო და ბასრი გადაცემებით „ლიონის“ დაცვაში ნაპრალების გაჩენას ცდილობდა.

პირველ ტაიმში მისი ჩაწოდების შემდეგ ლუკას სტაასენი უბრალოდ ვალდებული იყო გაეტანა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლო. გარდა ამისა, ზურიკოს ანგარიშზე ხუთი წარმატებული დრიბლინგია და მეკარე გოტიე ლარსონერთან ერთად ის ერთ-ერთია ორ ფეხბურთელს, რომელსაც თამაშის სურვილი ეტყობოდა.

შეგახსენებთ, რომ თერთმეტი ტურის შემდეგ დაგროვებული ათი ქულით „სტ.ეტიენი“ მე-16 ადგილზეა, ხოლო ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე 5 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასიცაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ზურიკო ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ოფიციალურად - ზურიკო ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა