„კვარასთან თავი გუნდურად უნდა დავიცვათ“ - ბასტონი ნაპოლისთან მატჩზე
„ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩის დაწყებამდე, „ნერაძურის“ მცველმა, ალესანდრო ბასტონიმ ნეაპოლური გუნდის ლიდერებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა.
რას ამბობს ბასტონი:
„როგორ გავაკვირვებთ კონტეს? რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნება. როდესაც „ინტერში“ მუშაობდა, ბევრი ჩვენგანი მასთან ერთად ვთამაშობდით და ყველას ზეპირად გვიცნობს. მაგრამ, მას ჩვენც ვიცნობთ, მისი სუსტი მხარეები ვიცით და ვეცდებით, ამ საღამოს ამ სისუსტეების გამოყენებას. კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ და გეგმის განხორციელებას ვაპირებთ“.
„როგორ ვითამაშებთ კვარას და ლუკაკუს წინააღმდეგ? „იუვესთან“ დაცვაში პრობლემები გვქონდა, მაგრამ ყველაფერი კარგად გავაანალიზეთ. ოთხი გოლი გავუშვით და ეს ძალიან ბევრი იყო. კარგად გვესმის, რომ ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ, როგორიც კვარაცხელია და ლუკაკუ არიან, გუნდურად უნდა ვითამაშოთ და შეცდომები მაქსიმალურად მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ“.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.