საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„რთული მატჩი იქნება, მაგრამ...“ - უკრაინელი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებზე

უკრაინის ნაკრებისა და ინგლისური „ბრენტფორდის“ ნახევარმცველმა, იგორ იარმოლიუკმა ერთა ლიგის მატჩებზე ისაუბრა და საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.

რას ამბობს იარმოლიუკი:

„ნაკრებში მოწვევის შესახებ ადმინისტრატორმა მითხრა. რებროვთან ჯერ არ მისაუბრია, ალბათ, ეს მაშინ მოხდება, როგორც კი ნაკრებში ჩამოვალ. მხოლოდ მწვრთნელი წყვეტს ვის გამოიძახებს და ვის არა, მე კი ჩემის მხრივ, კმაყოფილი ვარ, რომ ნაკრებში გამომიძახეს. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი გუნდში ყოფნა ახალგაზრდებისთვის მოტივაცია იქნება“.

„რაც შეეხება მეტოქეებს, როგორც საქართველოსთან, ისე ალბანეთთან რთული მატჩი იქნება, რადგან მათ ნაკრებებში მათივე ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეები ხვდებიან. ჩვენი საქმეა, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ და საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. მათი ლიდერები? დიახ, მათ ყველა იცნობს, მაგრამ არავის გამოვყოფ. როდესაც ნაკრებში თამაშობ, ორმაგი მოტივაცია გაქვს და მოედანზე ყველა არა 100, არამედ 200%-ით იხარჯება. საკუთარ თავებზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 16 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება, ამ მატჩის შემდეგ კი საქართველო ჩეხეთს ესტუმრება, უკრაინა კი ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია