ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ქულა ზივზივაძის საგოლე ალღოს ხარჯზე - კარლსრუეს აკრიტიკებენ

თითქმის მთელი მატჩის მანძილზე „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე „მიუნსტერს“ ამარცხებდა და სტუმრებმა წონასწორობა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში აღადგინეს. მოვლენათა ასეთი განვითარების ფონზე, წესით და რიგით ისე ჩანს, რომ ქულები მასპინძლებმა დაკარგეს, მაგრამ გერმანული პრესის შეფასება სულ სხვაგვარია. კრისტიან აიხნერის მომზადებულ გუნდს, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელებს სათადარიგო სკამიდან მითითებებს ვერ აძლევდა, სერიოზული კრიტიკა ხვდა წილად და დადებით კონტექსტში მხოლოდ გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძე იყო მოხსენიებული.

რას წერს მედია

„მიუნსტერმა“ მატჩის ბოლოს „კარლსრუეს“ ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო და ანგარიში სრულიად დამსახურებულად გაათანაბრა. მასპინძლებს ზონების გადაკეტვა უჭირდათ და ხშირ შემთხვევაში სტუმრები ისე უტევდნენ, თითქოს მათ წინააღმდეგობას არავინ უწევდა.

მიუხედავად იმისა, რომ შესვენებამდე დაწინაურდა, „კარლსრუემ“ მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე პირველ ტაიმში. გატანილი გოლი კი მთლიანად ზივზივაძის საგოლე ალღოს დამსახურებაა, თორემ დაწინაურებისთვის მასპინძლებს ღირებული არაფერი გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ „კარლსრუე“ 20 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და უკვე ზედიზედ სამი ტურია გამარჯვებას ვერ ახერხებს. სანაკრებო პაუზის შემდეგ, ზივზივაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ფიურტთან“ 23 ნოემბერს დაუპირისპირდებიან და მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბევრი ქართველი ტოპ ლიგაში - იაშვილი ბუდუზე, სიგუასა და 21-წლამდე ნაკრებზე
ბევრი ქართველი ტოპ ლიგაში - იაშვილი ბუდუზე, სიგუასა და 21-წლამდე ნაკრებზე