სპორტული ორიენტირება
Aa
Aa

სპორტული ორიენტირების ტურნირი - საერთაშორისო კვირეული თბილისში

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, თბილისში, “სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეული“ მიმდინარეობს. ღონისძიებაში 15 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. ორიენტირება უნიკალური სპორტის სახეობაა, რომელიც მონაწილეებისგან ფიზიკურ გამძლეობას, სისხარტისა და ნავიგაციის უნარების გამოყენებას მოითხოვს.

შესაბამისი რუკით და კომპასით აღჭურვილი მონაწილეები, განსაზღვრულ ტერიტორიაზე, ეძებენ მონიშნულ საგუშაგოებს. მონაწილის მიზანია უმოკლეს დროში, წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით, მიაღწიოს ყველა საგუშაგოს. პრინციპი ასეთია - მონაწილეებმა რაც შეიძლება ნაკლებ დროში, უნდა შეძლონ რუკაზე დატანილი ყველა საკონტროლო სადგურზე (ორგანიზაოტრების მიერ განსაზღვრული თანმიმდევრობით, რომელიც მონიშნულია ციფრებით) მისვლა და ელექტრონული ჩიპის მიდება. გამარჯვებული არის ის, ვინც ყველაზე ნაკლებ დროში მოახერხებს ამის გაკეთებას. 

აღსანიშნავია, რომ ორიენტირება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერა აღიარებული და მსოფლიო მასშტაბით მას რამდენიმე მილიონი მიმდევარი ჰყავს. სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარულია სკანდინავიის ქვეყნებში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინეტზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლდეზე ცოცვის ფესტივალი - მიზანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა
კლდეზე ცოცვის ფესტივალი - მიზანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა