ევროპის ღია პირველობა - ქართული ფინალი ახალკაცის გამარჯვებით დასრულა
იტალიის დედაქალაქ რომში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი ქართული ფინალით დაიხურა.
-81 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცი ირაკლი ბეროშვილს დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა, გამარჯვება კი ახალკაცს დარჩა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა შეხვედრის დაწყებიდან ორ წუთში, სუფთა გდებით გაიმარჯვა და ოქროს მედალს დაეუფლა. შესაბამისად, ვერცხის მედალი ირაკლი ბეროშვილს დარჩა.
ვლადიმერ ახალკაცმა ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და მასპინძელი ლორენცო პაროდი ვაზარით დაამარცხა. 1/8 ფინალში ქართველა ძიუდოისტმა ბულგარელ გეორგი გარამტიკოვს გაფრთხილებებით მოუგო, მეოთხედფინალში კი ნიდერლანდელ ჯოშუა დე ლანგე იპონით მოუგო. ნახევარფინალში ახალკაცი ჩეხ იან სვობოდას დაუპირისპირდა და ვაზარით გამოთიშა ასპარეზობას.
რაც შეეხება ბეროშვილს. ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში 1/8 ფინალიდან ჩაერთო და მასპინძელი ნიკოლა ჩიარის ორი ვაზარით მოუგო. მეოთხედფინალში ბეროშვილი ნიდერლანდელ კოენ ჰეგს დაუპირისპირდა და აქაც ორი ვაზარით გაიმარჯვა, ნახევარფინალში კი მასპინძელ ანდრეა სპიკულიას ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი იპონზე დააგდო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ცნობისთვის, დღესვე -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემაც იასპარეზა, რომელიც ტატამიზე 1-წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ასპარეზობას პირველივე ბრძოლაში, იტალიელი კენი კომი ბედელის წინააღმდეგ გამოეთიშა.