მარცხი ოლ ბლექს XV-თან - წინ იტალიასთან მატჩია
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების სერია მარცხით დაიწყო. ინგლისელი სპეციალისტის, რიჩარდ კოკერილის მომზადებულმა „ბორჯღალოსნებმა“ ახალი ზელანდიის „მაორებთან“ 13:31 წააგეს. ქართველი მორაგბეები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც მათი მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი ვანო კარკაძემ დაასრულა, გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ დაარტყა.
მოპოვებული უპირატესობა კოკერილის გუნდმა ხელიდან მალევე გაუშვა და ეკლუნდის ლელოთი „მაორებმა“ წონასწორობა აღადგინეს. პირველი ტაიმისთვის განკუთვნილ დროში ზელანდიელებმა, კერძოდ კი მაკლეოდმა და კრისტიმ მეტოქის ჩათვლის მოედანი კიდევ ორჯერ აიღეს, რასაც საქართველოს ნაკრების რიგებში ორი ზუსტი საჯარიმოთი ლუკა მატკავამ უპასუხა და შესვენებაზე ქართველები 6-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.
მეორე ნახევრის საკვანძო მომენტი იყო ცვლილებაზე რამდენიმე წუთის მიერ შესული ლუკა ნიორაძის ლელო, რომელიც ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ გაუქმდა. არადა, მისი ჩათვლის და გარდასახვის ზუსტად შესრულების შემთხვევაში, ჩამორჩენა საგრძნობლად შემცირდებოდა და ბრძოლასაც აზრი მიეცემოდა.
ამ მომენტმა ბორჯღალოსნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა, მალევე ბრედლი სლეიტერმა ჩვენი ჩათვლის მოედანი კიდევ ერთხელ აიღო და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
ნოემბრის მომდევნო, რიგით მეორე ტესტ-მატჩს ქართველი მორაგბეები 17 ნოემბერს გენუაში იტალიის ნაკრებთან გამართავენ და მატჩი თბილისის დროით 17:40 წუთზე დაიწყება.