უმარი: „ტექნიკაში მერაბი ჩემთან ახლოსაც ვერ მოვა“
იმდენად დიდი აჟიოტაჟია მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის გარშემო ატეხილი, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, UFC-ის ქართველი მებრძოლის მომდევნო მეტოქე სწორედ დაღესტნელი სპორტსმენი იქნება, რომელიც დვალიშვილის შესახებ საუბარს არ წყვეტს და მიუხედავად იმისა, რომ საჩემპიონო ქამრის მოგებამდე საკმაოდ ბევრი აშორებს, თავს დივიზიონის საუკეთესო მებრძოლად მიიჩნევს.
უმარ ნურმაგომედოვი
მერაბ დვალიშვილს საოცარი გამძლეობა და სუნთქვა აქვს. გარდა ამისა, ის ფეხებზე მყარად დგას, თუმცა მას ჯერ არ შეხვედრია ისეთი მოწინააღმდეგე, რომელიც ყველა ამ თვისებით დაჯილდოებულია და როგორცკი შეხვდება, მაშინვე გაუჭირდება. ის გამძლეობით აშკარად ჩამომივარდება, ტექნიკით ხომ საერთოდ ჩემთან ახლოსაც ვერ მოვა.
სუნ იანდონგი ჩემი მომავალი მეტოქე საოცარ დარტყმას ფლობს და ძლიერი ყბა აქვს, მაგრამ პიოტრ იანთან გამოჩნდა, რომ ძალიან გაუჭირდა. საერთოდ მინდა, რომ წელიწადში 3-4 ბრძოლის ჩატარება მიწევდეს და სამ თვეში ერთხელ ოქტაგონზე გავდიოდე. ზოგადად კი ამ წონით დივიზიონში კორი სენდჰაგენზე ძლიერი ოპონენტი არ მყავს.
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს, დვალიშვილის ანგარიშზე კი 22 შეხვედრიდან 18 მოგება და 4 მარცხია, თუმცა ქართველი „მანქანა“ დაღესტნელისგან განსხვავებით, UFC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელია.