ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუს მე-10 გოლი | კარლსრუემ მოგების შანსი ბოლო წუთებზე გაუშვა

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-12 ტურში „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე „მიუნსტერს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1ითამაშა. 

ქართველი შემტევი გერმანული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იყო და „კარლსრუე“ საკმაოდ ახლოს იყო, რომ მატჩი მისი გოლით მოეგო, თუმცა, გამარჯვების შანსი ხელიდან შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე გაუშვა.

„კარლსრუემ“ ანგარიში 37-ე წუთზე, ბუდუ ზივზივაძის გოლით გახსნა, სტუმრებმა კი წონასწორობა 92-ე წუთზე აღადგინეს.

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა ბუდუ მეორე ტაიმში, 76-ე წუთზე შეცვალა.

ქართველმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ზივზივაძე ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერ ლიდბერგს 1 გოლით ჩამორჩება. ამასთან, ქართველმა შემტევმა გერმანიის თასზეც გამოიჩინა თავი და ორ მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

12 ტურის შემდეგ, „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და პირველადგილოსან „ჰანოვერს“ 2 ქულით ჩამორჩება. ბუდუს გუნდი მომდევნო ტურში „გროიტერ ფიურტს“ დაუპირისპირდება. მატჩი სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 23 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თანამედროვე მცველია, სტრესის გარეშე თამაშობს - სანიოლი გოგლიჩიძეზე
თანამედროვე მცველია, სტრესის გარეშე თამაშობს - სანიოლი გოგლიჩიძეზე