„ჯგუფიდან გასვლისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“ - U19 ნაკრები საკვალიფიკაციოსთვის ემზადება
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 13 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს. ჯგუფის მასპინძელი შვედეთის შემდეგ, ჩვენი გუნდი - ნორვეგიას და ესტონეთს დაუპირისპირდება.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა მზადება უკვე დაიწყო და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
მოახლოებულ შეხვედრებსა და გუნდის სამზადისზე U19 ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა და ფეხბურთელებმა, საბა გეგუჩაძემ და ვახტანგ სალიამ ისაუბრეს.
U19-ის შემადგენლობა:
მეკარეები: მათე საური (რიუ ავე), ლუკა ხელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი).
მცველები: გიორგი ნიკოლაიშვილი (დინამო თბილისი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), გიორგი გოგსაძე (იბერია 1999), თემურ დალაქიშვილი (ვიტ ჯორჯია), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (იბერია 1999), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (დინამო კიევი), ავთანდილ მაშავა (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია (ლოკომოტივი თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), საბა სამუშია (დინამო თბილისი), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი).
საქართველოს ნაკრები 13 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 16 ნოემბერს 16:00 საათზე ნორვეგიას შეხვდება, 19 ნოემბერს 21:00 საათზე კი ესტონეთის ასაკობრივ გუნდთან ითამაშებს.