ლუკა გადრანი, გიორგი ზარია
Aa
Aa

ზარიას საჩემპიონო გოლი - ქაირათმა ყაზახეთის პრემიერ ლიგა მოიგო

ყაზახეთის 2024 წლის პრემიერ ლიგის დასკვნით ტურში „ატირაუ’’ შინ ალმათის „ქაირათთან’’ 0:1 დამარცხდა. 59-ე წუთზე გამარჯვების გოლი გიორგი ზარიამ პენალტების ნიშნულიდან გაიტანა და ამ გოლით „ქაირათი’’ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 24 ტურში „ქაირათმა'' 47 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „ასტანას'' 1 ქულით გაასწრო.

2024 წლის სეზონში 27 წლის გიორგი ზარიამ ყაზახეთის ჩემპიონატის 23 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. 6-დან 2 გოლი პენალტით გაიტანა.

ზარიასთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი ლუკა გადრანი გახდა, რომელიც სექტემბრის თვეში ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. 27 წლის ცენტრალურმა მცველმა ყაზახეთის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

2025 წლის ზაფხულში „ქაირათი'' UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თანამედროვე მცველია, სტრესის გარეშე თამაშობს - სანიოლი გოგლიჩიძეზე
თანამედროვე მცველია, სტრესის გარეშე თამაშობს - სანიოლი გოგლიჩიძეზე