ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

ოფიციალურად - ზურიკო ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ზურიკო დავითაშვილი ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველმა ფეხბურთელმა 3 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, რაც თვის საუკეთესოს წოდებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ასევე, მისი გატანილი გოლი ოსერის კარში ოქტომბრის საუკეთესო გოლად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, სენტ-ეტიენი ცუდად გამოიყურება და ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება.

ზურიკოს კარგი თამაშის წყალობით, ფრანგულმა კლუბმა ჯერჯერობით 10 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონიდან ამოსვლისთვის იბრძვის. ამავე რაოდენობის ქულები აქვთ ანჟერს და ნანტს, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ზედა პოზიციებზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პენალტი მეორედ ვერ გაიტანა | სარაევოს მწვრთნელმა გულიაშვილზე ისაუბრა
პენალტი მეორედ ვერ გაიტანა | სარაევოს მწვრთნელმა გულიაშვილზე ისაუბრა