ალექსანდრე იაშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

თანამედროვე მცველია, სტრესის გარეშე თამაშობს - სანიოლი გოგლიჩიძეზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გადაცემაში „სპორტი იმედზე'' საბა გოგლიჩიძის შესახებ ისაუბრა.

სანიოლი: „გოგლიჩიძე სერია A-ში ზამთარში გადავიდა, დასაწყისი კარგი არ იყო, მაგრამ ძლიერ რეჟიმში მომზადება არ შეუწყვეტია. ძალიან დინამიური მოთამაშეა. როცა ბურთი აქვს, სტრესი არ ახასიათებს. თანამედროვე მცველია. ასეთი პროფილის მოთამაშეები გვჭირდება. თუ ფორმაში იქნება და პრობლემები არ ექნება, უკრაინასთან და ჩეხეთთან შემადგენლობაში ვიხილავთ და ითამაშებს.

ასაკი მნიშვნელოვანი არაა. მე მირჩევნია 35 წლის კარგად მოთამაშე ვიდრე 20 წლის ცუდად მოთამაშე. საუკეთესოებს ვარჩევთ. თუ გოგლიჩიძე 20 წლის არის და საუკეთესოა, ითამაშებს. თუ კაშია 37 წლის არის და კარგ შედეგებს აჩვენებს, ითამაშებს, მაგრამ მომავალზეც უნდა ვიფიქროთ, თუმცა ამ ეტაპზე გოგლიჩიძის ალტერნატივას ვერ ვხედავ’’.

ამავე გადაცემაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გოგლიჩიძის მდგომარეობაზე ისაუბრა: „საბა საქართველოშია, საღამოს საბოლოო სამედიცინო შემოწმებას გაივლის, თავისი შეხედულებით თავს ძალიან კარგად გრძნობს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენც და მთავარმა მწვრთნელმაც იცოდეს ფეხბურთელი რა მდგომარეობაშია. სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იმედი მაქვს უახლოესი თამაშებისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება''.

შეგახსენებთ, სერია A-ს გასულ ტურში „ლეჩესთან’’ თამაშის დროს საბა გოგლიჩიძეს კუნთის სპაზმი მისცა და რთულ დაზიანებაში რომ არ გადასულიყო, მოედნიდან გამოსვლა გადაწყვიტა. დღეს გამოკვლევა ჩაუტარდება და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ითამაშებს თუ არა ეროვნული ნაკრების უახლოეს შეხვედრებში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს. მატჩი 16 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილი გაძევებას არ იმსახურებდა | მსაჯის აშკარა შეცდომა
ლოჩოშვილი გაძევებას არ იმსახურებდა | მსაჯის აშკარა შეცდომა