არნე სლოტის ისტორიული საღამო - ანჩელოტის მიღწევა გაიმეორა
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპულმა ასტონ ვილას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ეს შედეგი არნე სლოტისთვის ისტორიული გახლავთ.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, პრემიერ ლიგაში პირველი 11 მატჩიდან(სადებიუტო სეზონი) 9 მოიგო, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია, თუმცა ის ერთადერთი არ გახლავთ.
მსგავსი შედეგი კარლო ანჩელოტიმაც დააფიქსირა ლონდონის ჩელსისთან ერთად. აქედან გამომდინარე, სლოტი და ანჩელოტი პრემიერ ლიგის ისტორიაში სამუდამოდ შევიდნენ.
Arne Slot is the first manager to win at least nine of his opening 11 Premier League games in charge of a club since Carlo Ancelotti for Chelsea in 2009.
— Squawka (@Squawka) November 9, 2024
The Reds move five points clear at the top of the Premier League table. ???? pic.twitter.com/HtfPpG6giu
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში მანჩესტერ სიტიმ თავისი მატჩი ვერ მოიგო და ახლა ლივერპული სატურნირო ცხრილში 28 ქულით არის პირველ ადგილზე. ქალაქელებს კი 5 ქულით უსწრებს.
შემდეგ ტურში, მერსისაიდული გრანდი საუთჰემპტონს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 24 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.