ლიონელ მესი, ინტერ მაიამი, საბა ლობჟანიძე, ატლანტა
Aa
Aa

MLS | ლობჟანიძის ატლანტამ მესის ინტერ მაიამი 1/8-ფინალიდან გააგდო

MLS-ის პლეი-ოფის მერვედფინალის მესამე მატჩში ატლანტა ინტერ მაიამის ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. საბა ლობჟანიძის გუნდი შემდეგ ეტაპზეა.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა გოლის გატანა ან საგოლე პასის შესრულება ვერ მოახერხა.

ანგარიში მე-17 წუთზე როხასმა გახსნა და ინტერ მაიამი დააწინაურა. მე-19 და 21-ე წუთებზე ტიარემ დუბლი შეასრულა და ატლანტა წინ გაიყვანა. პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

65-ე წუთზე წონასწორობა ლიონელ მესიმ აღადგინა, მაგრამ ზუსტად 11 წუთში სილსზმა გაისროლა და ატლანტა დააწინაურა. ეს კი მატჩში ბოლო გოლი იყო და ამ შედეგით შემდეგ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელის გუნდი გავიდა.

ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მესი, ალბა და ლუის სუარესი. ცვლილებაზე შევიდა სერხიო ბუსკეტსი, მაგრამ სუპერვარსკვლავმა ინტერ მაიამის ვერ უშველეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიტიმ ბრაიტონთან წააგო - ქალაქელების ზედიზედ მე-4 მარცხი
სიტიმ ბრაიტონთან წააგო - ქალაქელების ზედიზედ მე-4 მარცხი