პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა ზედიზედ ოთხ მარცხზე - „ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება“

პრემიერლიგის მე-11 ტურში „ბრაიტონთან“ მარცხის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა პეპ გუარდიოლამ თავისი გუნდის თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ მიუხედავად ზედიზედ ოთხი მარცხისა, გუნდის თამაშით კმაყოფილია.

რა თქვა გუარდიოლამ:

„ბორნმუთმა“ გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ დანარჩენი სამი მატჩი ძალიან კარგად ჩავატარეთ. დავმარცხდით, მაგრამ ჩემი არგუმენტები ახლა ისე გამოიყურება, თითქოს თავს ვიმართლებ. ძალიან ცუდად რომ გვეთამაშა, ზუსტად ასე ვიტყოდი, მაგრამ ასე არ ვთვლი, ინტენსივობა დაგვაკლდა.

კარიერაში პირველად ზედიზედ ოთხი მატჩი წავაგე? რას იზამ, ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება. ეს ჩემთვის გამოწვევაა, მიყვარს გამოწვევები, მაგრამ უკან არ დავიხევ, ახლა როგორც არასოდეს, მინდა ამ გამოწვევასთან გამკვლავება“.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს „სიტი“ ლიგის თასზე „ტოტენჰემთან“ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, შემდეგ კი გუარდიოლას გუნდი პრემიერლიგაში „ბორნმუთმა“, ჩემპიონთა ლიგაზე კი „სპორტინგმა“ დაამარცხა. რაც შეეხება დღევანდელ მარცხს, ის „სიტისთვის“ ზედიზედ მეოთხე აღმოჩნდა.

მომდევნო მატჩს „ქალაქელები“ უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ, 23 ნოემბერს, საკუთარ კედლებში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შედეგების მხრივ რთული მომენტი დაგვიდგა, მაგრამ არ დავნებდები“ - გუარდიოლა
„შედეგების მხრივ რთული მომენტი დაგვიდგა, მაგრამ არ დავნებდები“ - გუარდიოლა