სიტიმ ბრაიტონთან წააგო - ქალაქელების ზედიზედ მე-4 მარცხი
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ბრაიტონმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 2:1 დაამარცხა. პეპ გუარდიოლას გუნდი აშკარა კრიზისშია.
ანგარიში 23-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა გახსნა, რომელმაც ახალი ისტორია დაწერა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფადო შეძლო 75 გოლის გატანა.
პირველი ტაიმი ქალაქელების გამარჯვებით დასრულდა. 78-ე წუთზე ჟოაუ პედრომ წონასწორობა აღადგინა. ზუსტად 5 წუთში კი ო’რაილიმ პედროს გადაცემა გამოიყენა და ბრაიტონი დააწინაურა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, მანჩესტერ სიტი აშკარა კრიზისშია. ესპანელი მწვრთნელის გუნდი ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. ასეთი ფაქტი გუარდიოლას მანჩესტერულ გრანდში მოღვაწეობისას არასდროს მომხდარა.
ამ წაგების შემდეგ, ქალაქელებს სატურნირო ცხრილში 23 ქულა დარჩათ და ლივერპულს 1 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა მერსისაიდულ გრანდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასტონ ვილას დამარცხების შემთხვევაში, სლოტის გუნდი მეორე ადგილოსანს 4 ქულით გაასწრებს.