გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

შაჩირი შეცვალა - გაბრიელ სიგუა 6 თვის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა

შვეიცარიის სუპერ ლიგის მე-14 ტურში „ივერდონი’’ შინ „ბაზელთან’’ 1:4 დამარცხდა. „ბაზელის’’ ქართველი ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ბოლოს, 14 მაისს, „ლოზანას’’ წინააღმდეგ ითამაშა.

დღეს სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ცვლილებაზე გამოვიდა, 79-ე წუთზე ჯერდან შაჩირი შეცვალა. 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მინდორზე 2-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო, დრიბლინგის ერთი წარმატებული მცდელობა ჰქონდა, კარისკენ ერთხელ არაზუსტად დაარტყა. 85-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევრო 2024-ზე გაბრიელი წაიყვანა, თუმცა არ ათამაშა. აგვისტოში სიგუამ ტრავმა „ბაზელის’’ 21-წლამდე გუნდში, რანგით მესამე ლიგაში თამაშისას მიიღო. სიგუა და მეტოქის ფეხბურთელი ერთმანეთს საჰაერო ორთაბრძოლისას თავებით დაეჯახნენ. ქართველმა ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო და ამასთან ერთად კოჭზე ორი გვერდითი მყესი გაიწყვიტა, რის გამოც ამ სეზონში პირველად დღეს ითამაშა.

ასევე გეტყვით, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ სიგუა ხორვატიასთან მატჩებისთვის გამოიძახა. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველო ხორვატიას „მიხეილ მესხზე'' 15 ნოემბერს მიიღებს. საპასუხო მატჩი რიეკაში 19 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეტევაში არაფერი შეუქმნია - კიტეიშვილი კაპიტანი იყო და შტურმმა მოიგო
შეტევაში არაფერი შეუქმნია - კიტეიშვილი კაპიტანი იყო და შტურმმა მოიგო