ტაბატაძის 2 საგოლე პასი და ნიქაბაძის გოლი - ნავბაჰორმა ფახთაქორს მოუგო
უზბეკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ნავბაჰორმა ფახთაქორს უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. აღნიშნულ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ქართველმა ფეხბურთელებმა შეიტანეს.
სუპერ აქტიური იყო თომა ტაბატაძე, რომელმაც 63 წუთში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი გააგდებინა. მის ნაცვლად შემოსულმა გიორგი ნიქაბაძემ კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 24 ტურის შემდეგ, ნავბაჰორი 39 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში თომა ტაბატაძემ 9 გოლი გაიტანა, ხოლო ნიქაბაძის ანგარიშზე 2 შედეგიანი დარტყმაა.