ილია თოფურია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„არ მესმის, ხაბიბს ჯონსს როგორ ადარებენ“ - ილია თოფურია

მომავალ კვირაში UFC 309-ზე ოქტაგონზე ჯონ ჯონსი დაბრუნდება - მძიმე წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩს შეხვდება და შესაძლოა, კარიერაში ბოლო ბრძოლა გამართოს.

ჯონსთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ.

კითხვაზე, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი, „ელ მატადორმა“ სწორედ ჯონ ჯონსი დაასახელა და მასსა და ასევე აღნიშნა, რომ არ ესმის, როგორ ადარებენ ერთმანეთს ჯონ ჯონსს და ხაბიბ ნურმაგომედოვს.

ილია თოფურია:

„ჯონ ჯონსი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. ცოტახნის წინ ვნახე ფოტო, რომელზეც მას ხაბიბს ადარებდნენ. ხაბიბმა UFC-ში 14 ჩხუბი გამართა, ჯონ ჯონსმა კი 14-ჯერ მხოლოდ ქამარი დაიცვა. არ მესმის, ხაბიბს ჯონსს როგორ ადარებენ - მათი შედარება არ შეიძლება“.

აღსანიშნავია, რომ ხაბიბი მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს წვრთნის, ხოლო ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ თუ UFC-ში მოინდომებენ, ის წონას შეიცვლის და მახაჩევს დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ნურმაგომედოვმა MMA-ში 29 ბრძოლა გამართა, საიდანაც 8 ნოკაუტით, 11 ილეთით, 10 კი მსაჯთა გადაწყვეტილებით მოიგო. ბოლო ბრძოლა ხაბიბმა 2020 წლის ოქტომბერში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართა, 2022 წელს კი ის UFC-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

რაც შეეხება ჯონ ჯონსს, მას MMA-ში 29 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 27 მოიგო (10 ნოკაუტით, 7 ილეთით, 10 კი მსაჯთა გადაწყვეტილებით), 1 წააგო, 1 ბრძოლის შედეგი კი გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„უმარს გაურბის. UFC-ს უნდა ასეთი ჩემპიონი?“ | რას ამბობენ დვალიშვილზე
„უმარს გაურბის. UFC-ს უნდა ასეთი ჩემპიონი?“ | რას ამბობენ დვალიშვილზე