ოფიციალურად - ედერ მილიტაოსთვის სეზონი დასრულდა
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ოსასუნას უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ მადრიდული გრანდის მდგომარეობა ტრავმების მხრივ კიდევ უფრო მეტად დამძიმდა.
ტრავმები მიიღეს ლუკას ვასკესმა, როდრიგომ და ედერ მილიტაომ, თუმცა ამ უკანასკნელის დაზიანება საგანგაშოა.
ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ბრაზილიელმა უკანახაზელმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამავდროულად მენისკი დაიზიანა. ამის გამო კი ის საოპერაციოა და დარჩენილ სეზონს გამოტოვებს.
Parte médico de Militão. #RealMadrid
— Real Madrid C.F. (@realmadrid) November 9, 2024
რაც შეეხებათ როდრიგოს და ვასკესს. ბრაზილიელი სულ მცირე 1 თვეს გამოტოვებს, ხოლო ესპანელი 3 კვირას.
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბის ლაზარეთში დანი კარვახალი(სეზონი დასრულებულია), ჩუამენი და ტიბო კურტუა იმყოფებიან. ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი 1 თვეში დაბრუნდება, ხოლო ბელგიელ მეკარეს უახლოეს პერიოდში ელოდებიან.