აკაკი გვინერია
Aa
Aa

შემოვიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა - ვინ არის აკაკი გვინერია

ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 36-ე ტურში „ნომმე იუნაიტედი’’ შინ „ტამეკასთან’’ 1:2 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 51-ე წუთზე 18 წლის ქართველმა ფორვარდმა აკაკი გვინერიამ გაიტანა, საჯარიმოს გარედან მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში შეაგდო. აკაკი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

აკაკი 2006 წლის 3 ივლისს ბრიუსელში დაიბადა, 2018-20 წლებში ქართულ ბავშვთა საფეხბურთო სკოლა „ვიკინგებში'' თამაშობდა, შემდეგ კი კარიერა ესტონურ „ტამეკას’’ დაუკავშირა.

18 წლის ფეხბურთელმა პროფესიულ დონეზე პირველი სრულფასოვანი სეზონი ჩაატარა, თუმცა მეტწილად ცვლილებებზე თამაშობდა, 22 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში 22-დან მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მოხვდა, მინდორზე 535 წუთი გაატარა და მის აქტივში 2 გოლია.

2024 წლის სეზონში აკაკი პარალელურად „ტამეკას’’ 21-წლამდე გუნდში ესტონეთის მესამე ლიგაში თამაშობდა, 26 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა, ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

ასევე გეტყვით, რომ 2023 წელს გვინერია საქართველოს 18-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები