დინამო თბილისი, თელავი, სამტრედია, კოლხეთი 1913
Aa
Aa

სამტრედია დინამოს დაუზავდა, თელავმა კოლხეთს სძლია

Crystalbet ეროვნულ ლიგაში დღეს 32-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა - „სამტრედია“ შინ თბილისის „დინამოს“ დაუზავდა (1:1), „თელავმა“ კი საკუთარ კედლებში „კოლხეთს“ მოუგო (3:0).

სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - თავი „დინამოელთა“ ახალგაზრდა შემტევმა, ვახტანგ სალიამ გამოიჩინა, თუმცა პირველივე ტაიმში წონასწორობა დანიელ ოვუსუმ აღადგინა.

რაც შეეხება „თელავი“-„კოლხეთის“ მატჩს, აქაც ორი გოლი მაყურებელმა პირველ ტაიმში იხილა. მე-10 წუთზე პენალტი  ანტონ თოლორდავამ გამოიყენა, 24-ე წუთზე კი ლადო ოდიშვილის პასით მასპინძლების უპირატესობა ორამდე დეიან გეორგიევიჩმა გაზარდა. 73-ე წუთზე ფოთელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს და სხვაობის შემცირება შეეძლოთ, თუმცა გაბრიელ ფერეირამ ბურთი ხარიხას გაარტყა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ტატო ჟივიძემ „თელავის“ მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


32-ე ტური ხვალ „სამგურალისა“ და „გაგრას“ მატჩით დაიხურება. ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში „იბერია 1999“ ლიდერობს, რომელსაც 3 ქულით „ტორპედო“ ჩამორჩება. რაც შეეხება ცხრილის ქვედა ნაწილს, ბოლო და ბოლოსწინა ადგილებს 27-27 ქულით „თელავი“ და „სამტრედია“ იყოფენ, ხოლო მე-8 ადგილზე მყოფი „კოლხეთი“ მათ 4 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიუკასლმა დიდი ტალანტი დაიმატა“ - არველაძე სალიას ტრანსფერზე
„ნიუკასლმა დიდი ტალანტი დაიმატა“ - არველაძე სალიას ტრანსფერზე