არ გარისკა და მოედანი დატოვა | შესაძლოა, გოგლიჩიძე ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმაროს
იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ „ლეჩეს“ დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. დისკვალიფიკაციის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა საბა გოგლიჩიძე, რომელიც სასტარტოში იყო და ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ, თუმცა 61-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.
კრისტალსპორტის ცნობით, „ლეჩესთან’’ თამაშის დროს საბა გოგლიჩიძეს კუნთის სპაზმი მისცა და რთულ დაზიანებაში რომ არ გადასულიყო მოედნიდან გამოსვლა გადაწყვიტა. ხვალ, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე, გამოკვლევა ჩაუტარდება და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ითამაშებს თუ არა ეროვნული ნაკრების უახლოეს შეხვედრებში.
აქვე გეტყვით, რომ იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, გოგლიჩიძის „ემპოლი“ „ლეჩეს“ დაუპირისპირდა. იქამდე კი საბას 16 და 19 ნოემბერს უკრაინასა და ჩეხეთთან ერთა ლიგის სანაკრებო მატჩები ელის.