კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„საუკეთესო არ ვარ - ფერგის, პეპს და ლობანოვსკის მეტი ტიტული აქვთ“ - ანჩელოტი

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა France Football-თან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა თავს საუკეთესო მწვრთნელად, რაზეც საკმაოდ მოკრძალებული პასუხი გასცა.

„არ მიმაჩნია, რომ ფეხბურთში რაღაც სიახლე შემოვიტანე. ყოველთვის ვცდილობდი, ფეხბურთელებისთვის საუკეთესო პირობები შემექმნა, რათა მათ მოედანზე თავი კომფორტულად იგრძნონ.

ბოლო წლების საუკეთესო მწვრთნელად თავს არ მივიჩნევ. ბევრი ტიტული მოვიგე, თუმცა არსებობენ ისეთი მწვრთნელებიც, რომლებმაც ჩემზე მეტი მოიგეს - ალექს ფერგიუსონი, პეპ გუარდიოლა, მანამდე კი ვალერი ლობანოვსკი“.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი 2021 წელს მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა და 3 სეზონში 2-2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ უეფას სუპერთასი და ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონასთან“ და „მილანთან“ მადრიდელების მიერ განცდილი ორი მტკივნეული მარცხის შემდეგ ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეფო კლუბში ანჩელოტის მუშაობით უკმაყოფილოები არიან და მისგან მოკლე დროში სიტუაციის გამოსწორებას ელიან.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის პარიზში გამართულ დაჯილდოებაზე France Football-ის ვერსიით გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად კარლო ანჩელოტი აღიარეს. იტალიელმა სპეციალისტმა 118 ქულა მიიღო და ესპანელ კოლეგებს, ჩაბი ალონსოს (89 ქულა) და ლუის დე ლა ფუენტეს (63 ქულა) აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიატოვიჩი: ანჩელოტი გუნდს ვეღარ აკონტროლებს
მიატოვიჩი: ანჩელოტი გუნდს ვეღარ აკონტროლებს