საბა ატლანტას მთავარი ფიგურაა - გადამწყვეტი მატჩი ჯორჯიელებისთვის
ხვალ დილით „ატლანტა იუნაიტედი“ წლევანდელი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. საბა ლობჟანიძის და მისი თანაგუნდელების მეტოქე ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ იქნება, რომელიც გათამაშების რეგულარული ეტაპის გამარჯვებული გახდა.
სწორედ რეგულარულ ეტაპზე ამ გუნდების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, წყვილში უდავო ფავორიტად ფლორიდელები მიიჩნეოდნენ, თუმცა „იუნაიტედმა“ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის რობ ვალენტინოს ხელმძღვანელობით, ფინანსურად და შემადგენლობით მათზე ძლიერ მოწინააღმდეგეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და ორიდან ერთი მატჩი მოუგო.
ორი რაუნდის შემდეგ რომ ანგარიში თანაბრია, ამაში ლობჟანიძეს უდიდესი როლი მიუძღვის, რაზეც ავტორიტეტულ ვებ-გვერდ Bein Sports-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშიც წერია.
რას წერენ ლობჟანიძეზე
როდესაც „ატლანტას“ წამყვანი ფეხბურთელის დასახელებაზე მიდგება საქმე, თავში აზრად პირველ რიგში საბა ლობჟანიძე მოგდის, რომელიც გარდა იმისა, რომ თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს და უამრავ საგოლე მომენტს უქმნის, კლუბის საუკეთესო ბომბარდირიცაა.
საბამ რეგულარულ ეტაპზე 9 გოლი გაიტანა, ერთი ბურთით კი თავი „ინტერ მაიამისთან“ პლეი ოფის გასვლით მატჩში გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაცაა. ასე რომ, „იუნაიტედის“ რიგებიდან ერთადერთი, რომელმაც 20 გოლისა და 10 საგოლე პასის ავტორ მესის მატჩის ბედის გადაწყვეტაში ხელი რომ შეუშალოს, სწორედ ლობჟანიძეა.
ცნობისათვის, „ატლანტასთან“ მატჩისწინა პრეს კონფერენციაზე „ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა ტატა მარტინომ ქომაგებს აცნობა, რომ მათ სერხიო ბუსკეტსი დაუბრუნდათ, რომელსაც მაღალი ტემპერატურის გამო ერთი კვირაა არ უვარჯიშია. „ინტერ მაიამი“ - ატალანტას“ თამაში ხვალ დილით, თბილისის დროით, 05:00 საათზე დაიწყება.