ვინისიუს ჟუნიორი, როდრი
Aa
Aa

როდრი: რაც რეალმა გააკეთა მე ამას არ ვიზამდი

როდრის სურდა, რომ მადრიდის „რეალის“ დელეგაცია ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიას დასწრებოდა.

პარიზში გამართულ ცერემონიას „სამეფო კლუბის“ არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებმა ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი და დანიელ კარვახალი საუკეთესო ოთხეულში მოხვდნენ, კარლო ანჩელოტი კი წლის მწვრთნელად დასახელდა, თავად ლოს ბლანკოსი წლის გუნდად დაასახელეს, ხოლო კილიან მბაპემ წლის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო ჰარი კეინთან ერთად მიიღო. მაგრამ, მთავარი პრიზის გარეშე დარჩენის გამო, „ლოს ბლანკოსმა“ ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა.

„რისი მოსმენა გინდათ ჩემგან? რომ მირჩევნია ყველა იქ ყოფილიყო? რა თქმა უნდა, მირჩევნია. ცერემონიას აკლდა მეორე, მესამე, მეოთხე საუკეთესო მოთამაშეები და ა.შ. გვსურს, რომ ასეთ საღამოს პლანეტის ყველა საუკეთესო ფეხბურთელი დაესწროს.

წლის გუნდი ცერემონიას არ დაესწრო, თუმცა მათ საუკეთესო მწვრთნელისა და ბომბარდირის ჯილდოები მიიღეს.

ყველას გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცე. მიუხედავად იმისა, რომ მე იმავეს არ გავაკეთებდი. მაგრამ ისინი აკეთებენ იმას, რაც სურთ“,

- თქვა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ როდრიმ ვინისიუსს 41 ქულით აჯობა. ესპანელმა 1170 ხმა მიიღო, ხოლო ბრაზილიელმა 1129.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკუნის კონტრაქტი Nike-თან - ბარსა რეკორდულ შემოსავალს მიიღებს
საუკუნის კონტრაქტი Nike-თან - ბარსა რეკორდულ შემოსავალს მიიღებს