ზინედინ ზიდანი, დიდიე დეშამი
Aa
Aa

დეშამს აღარავინ ენდობა - ფეხბურთელები ზიდანს ითხოვენ

ისრაელთან საშინაო და იტალიასთან საგარეო მატჩების წინ, საფრანგეთის ნაკრებში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. კილიან მბაპეს გამოუძახებლობის მიზეზებზე მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა თავიდანვე ისაუბრა და მედიას აუხსნა, რომ ამის შესახებ „რეალის“ 25 წლის ფორვარდი, რომელიც „სამფეროვნების“ კაპიტანია, საქმის კურსში ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ჩააყენა და განუცხადა, რომ მისთვის ახლა ასე აჯობებდა, მბაპეს არყოფნაში კი თავის გამოჩენის საშუალებას ახალგაზრდებს მისცემდა, რაც ნაკრების თამაშს სულ სხვა დინამიკას შესძენდა.

თუმცა, როგორც ირკვევა, დეშამის მუშაობით უკმაყოფილო არამხოლოდ „სამეფო კლუბის“ ვარსკვლავი, არამედ ნაკრების წევრთა აბსოლუტური უმრავლესობაა და მთავარი მწვრთნელის გადაყენებას ითხოვენ. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემების ცნობით, ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს დეშამის ზინედინ ზიდანით ჩანაცვლება სურთ და რამდენიმე მათგანმა, რომელთაც იერარქიულად ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ამ თემაზე დალაპარაკების უფლება აქვთ, ზიზუსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე თხოვნით უკვე მიმართეს.

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს და მას შემდეგ „მამლებმა“ მისი ხელმძღვანელობით გამართული 163 მატჩიდან 104 მოიგეს, 33 ფრედ დაასრულეს და 26 წააგეს. ყველაზე დიდ წარმატებას კი 2018 წელს მიაღწიეს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიუგარი: ზიდანი საფრანგეთის ნაკრების ჩაბარებით შეპყრობილია, სხვაგან არ იმუშავებს
დიუგარი: ზიდანი საფრანგეთის ნაკრების ჩაბარებით შეპყრობილია, სხვაგან არ იმუშავებს