„ჩემს შვილს ყოველთვის ვეუბნები, რომ გიორგის უყუროს“ - უოტფორდის მეკარე
ჩემპიონშიფის მე-15 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „ვიკარიჯ როუდზე“ „ოქსფორდს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „უოტფორდის“ მეკარემ დანიელ ბახმანმა Sky Sports-თან საუბრისას ჩაკვეტაძის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ყოველ დღე ეს ხდება ვარჯიშის დროს. გიორგის კონტროლს ვუყურებ და ამ ყველაფრის გამეორება ძალიან რთულია. ბურთის მსგავსი კონტროლი ჩემს კარიერაში არასდროს მინახავს. ჩემს შვილს ყოველთვის ვეუბნები, რომ გიორგის უყუროს. მისი დრიბლინგები უბრალოდ ფენომენალურია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გუნდელია. სანაკრებო შესვენებაზე ცხრილში მაღალი პოზიციებით გავდივართ“.
- განაცხადა 30 წლის ავსტრიელმა მეკარემ.
„უოტფორდი“ 15 ტურის შედეგად 25 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფება. სანაკრებო პაუზის შემდეგ, 23 ნოემბერს სტუმრად „პლიმუთთან“ მატჩი ელით.
ჩაკვეტაძის ყველა მომენტი VS ოქსფორდი