სასიამოვნო სენსაცია - მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ტოკიოს გრან პრი მოიგო
ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გრანპრის მორიგი ეტაპი გაიმართა, სადაც სპორტულ წყვილებში სენსაცია დაფიქსირდა და გამარჯვება ქართულმა წყვილმა მოიპოვა! ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ორი პროგრამის ჯამში 213.05 ქულა მოაგროვეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ წარმოუდგენელი კონკურენციის პირობებში, იაპონიაში, სადაც ფავორიტებად მასპინძელი ქვეყნის სპორტული წყვილი, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონები, იაპონელი მოციგურავეები რიკუ მიური და რიუჩი კიხარა ითვლებოდნენ, სერიოზული უპირატესობით და შეუდარებლად შესრულებული თავისუფალი პროგრამით 213,05 ქულით, ოთხქულიანი უპირატესობით პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს, რაც წყვილისთვის სეზონის საუკეთესო პერსონალური შედეგია.
ბოლოს გეტყვით, რომ იაპონიაში მოპოვებული პირველი ადგილითა და 15 ქულით, ორი ეტაპის ჯამური 24 სარეიტინგო ქულით ქართული წყვილი სერიოზულ შანსებს ინარჩუნებენ გრან პრის ეტაპის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად, რომელიც დეკემბრის დასაწყისში საფრანგეთში გაიმართება.