კილიან მბაპე, დიდიე დეშამი
Aa
Aa

მბაპეს დეშამის ხელმძღვანელობით ნაკრებში თამაში აღარ სურს

Get football news france-ის ცნობით, კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში თამაშის სურვილი აღარ აქვს.

წყარო წერს, რომ „რეალის“ ფორვარდს შექმნილი ვითარების გამო ნაკრებში თამაში აღარ სურს და ამის მიზეზად დიდიე დეშამთან კონფლიქტი სახელდება.

დეშამმა მბაპე ისრაელთან და იტალიასთან მატჩების განაცხადს მიღმა დატოვა და განაცხადა, რომ ახლა ასე იყო უმჯობესი.

„მომავალი ორი მატჩისთვის ეს შემადგენლობა ავირჩიე. გადაწყვეტილება საბოლოოა. ეს ჩემი არჩევანია, ასე უკეთესი იქნება. მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი თქვენთვის, მაგრამ არ ვაპირებ დისკუსიაში შესვლას, რომელიც ჩემი სიტყვების სხვადასხვა ინტერპრეტაციას გამოიწვევს. მეტის თქმა არ მინდა, მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებაზე“,

- განაცხადა დეშამმა.

როგორც წყარო აღნიშნავს, როგორც ჩანს, მბაპე დეშამის ხელმძღვანელობით ნაკრებში აღარ ითამაშებს, სანამ რაიმე არ შეიცვლება, მათი რთული ურთიერთობის გათვალისწინებით.

ფეხბურთელის გარემოცვას ბოლო დროს, დეშამის მბაპესადმი მოპყრობა არ მოსწონდა. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა სამზარეულოდან გამოვიდა.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრები 14 ნოემბერს ისრაელს, ხოლო 17 ნოემბერს იტალიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია და ქუთათელაძე სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან
თოფურია და ქუთათელაძე სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან