ჰოლოუეი: „პერეირას ამაში მივბაძავ“
ილია თოფურიასთან დამარცხების შემდეგ, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მაქს ჰოლოუეის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. 33 წლის ასაკში ნოკაუტში პირველად გაგზავნილი მებრძოლი სულ მალე წონას შეიცვლის და საუკეთესოს წოდების დაბრუნებას გეგმავს. სხვათა შორის, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში იგივე გზა გაიარა UFC-ის უკვე ლეგენდადქცეულმა ალექს პერეირამ და მაქსს ბრაზილიელისგან მაგალითის აღება არ ეთაკილება.
რას ამბობს ჰოლოუეი
წაგება კარგი არასოდეს არის, მაგრამ საჭიროა იმისთვის, რომ სასარგებლო დასკვნები გააკეთო. UFC-ში ბევრი ამაზე საჯაროდ არ საუბრობს და კონკურენტისგან მაგალითის აღება ეთაკილებათ, მაგრამ პირადად მე ალექს პერეირას მივბაძავ და დავბრუნდები იქ, სადაც ჩემი ადგილია. მზადებას უახლოეს მომავალში დავიწყებ და ყველას დავუმტკიცებ რომ საუკეთესო ვარ და ძველებური თვისებები არ დამიკარგავს.
ცნობისათვის, 2023 წლის მაისში პერეირა ისრაელ ადესანიამ ნოკაუტით დაამარცხა, რის შემდეგაც ბრაზილიელი ნახევრადმსუბუქ წონით დივიზიონში გადავიდა, ჩემპიონი გახდა და ქამარი წარმატებულად სამჯერ დაიცვა.