ჯონსი: პერეირასთან სიამოვნებით ვიჩხუბებ
მძიმე წონაში UFC-ის ლეგენდარული ჩემპიონი ჯონ ჯონსი განმარტავს, თუ რატომ სურს ქვემძიმე წონის ჩემპიონთან ალექს პერეირასთან ბრძოლა.
„ეს არა მხოლოდ ფინანსურად მომგებიანი ბრძოლაა, არამედ ლეგენდასთან შეხვედრაც. ორივე 37 წლის ვართ, ახლა მე ვიწონი დაახლოებით 107 კგ-ს, ის დაახლოებით 109 კგ-ს.
მე ძალიან მსუბუქ წონაში ვარ, ვფიქრობ, ჩვენი ბრძოლა ბევრად უფრო დამამახსოვრდება, ვიდრე ჩხუბი ახალგაზრდა ბიჭთან, რომელიც დღეს მაგარია, მაგრამ ხვალ ის შეიძლება აღარ იყოს აქ. ალექსთან სიამოვნებით ვიჩხუბებ“,
- განაცხადა ჯონსმა.
აქვე გეტყვით, რომ მოქმედი ჩემპიონი ჯონ ჯონსი უპირობო ფავორიტად ითვლება მიოჩიჩის წინააღმდეგ UFC 309-ზე ჩასატარებელ შეხვედრაში, რომელიც 16 ნოემბერს ნიუ-იორკში, მედისონ სკვერ გარდენში შედგება.
რაც შეეხება პერეირას, UFC-ის საჩემპიონო ქამარი 175 დღის განმავლობაში 3-ჯერ დაიცვა, რის გამოც ილია თოფურიასთან ერთად, წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელების ერთ-ერთი კანდიდატია.
სამხრეთ ამერიკელი ოქტაგონზე დაბრუნებას სიდნეიში გასამართ ქარდზე 9 თებერვლისთვის გეგმავს.