გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„მსგავსი არაფერი მინახავს“ - ჩაკვეტაძემ ქლევერლი აღაფრთოვანა

„ოქსფორდთან“ (1:0) მოგებული შეხვედრის მიმდინარეობისას, „უოტფორდის“ შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე აშკარად გამორჩეული გახლდათ, რაც თამაშის შემდეგაც დადასტურდა და ის მატჩის MVP გახდა. 25 წლის ქართველი ნახევარმცველი, როგორც ბოლო პერიოდში ხშირად ხდება ხოლმე, თავისი გუნდის შეტევების დირიჟორი იყო და გარდა ამისა, მეტოქე გუნდის კარის აღება კუთხურიდან რამდენჯერმე სცადა, რამაც მის ასპარეზობას დამატებითი ხიბლი შესძინა. ჩაკვეს თამაშით შეხვედრის დასრულების შემდეგ, „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა აღფრთოვანება ვერ დამალა.

ტომ ქლევერლი

მეორე ტაიმის 35 წუთი ისე ვითამაშეთ, როგორც ამ სეზონში არასოდეს გვითამაშია, რაც უპირველეს ყოვლისა გიორგი ჩაკვეტაძის დამსახურება გახლდათ. როგორ ეპყრობა ბურთს და როგორ პოულობს ყველაზე რთული სიტუაციიდან გამოსავალს - ფეხბურთში დიდი ხანია ვარ და ეს არის ის, რაც აქამდე არასოდეს მინახავს. ამ საოცარ თამაშს გიორგი გატანილ გოლებსაც თუ დაუმატებს, ის ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდების დონის მოთამაშე გახდება.

ჩაკვეტაძის მისამართით კომპლიმენტები არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ არც მის თანაგუნდელს, „უოტფორდის“ ავსტრიელ მეკარე დანიელ ბახმანს დაუშურებია, რომელსაც ინტერვიუ მოედანზე ჩამოართვეს და მან აღნიშნა, რომ გიორგი ისეთი დონის ფეხბურთელია, რომლის თამაშსაც მოზარდი თაობა თუ უყურებს, ძალიან ბევრ სასარგებლოს ისწავლიან.

სანამ კონკურენტები ითამაშებენ, გუშინდელი გამარჯვებით „უოტფორდმა“ 25 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. ჩაკვეტაძის ანგარიშზე კი 1 გოლი და 3 საგოლე პასია.

ჩაკვეს ყველა მომენტი VS ოქსფორდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბურთი რაც შეიძლება ხშირად უნდა მივცეთ, მაგრამ...“ - ქლევერლი ჩაკვეზე
„ბურთი რაც შეიძლება ხშირად უნდა მივცეთ, მაგრამ...“ - ქლევერლი ჩაკვეზე