გოგა ბითაძე
Aa
Aa

ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - ბითაძის მაგარი მატჩი

NBA-ს მორიგ მატჩში „ორლანდომ“ საკუთარ დარბაზში „ნიუ ორლეანი“ 27-ქულიანი სხვაობით, 115:88 დაამარცხა და გოგა ბითაძემ უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ტრავმისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, „მეჯიქის“ 25 წლის ქართველმა ლეგიონერმა მესამე მატჩში ითამაშა და სამივე შემთხვევაში მინიმუმ 10 ქულას მოუყარა თავი.

გოგამ პარკეტზე ამჯერად 26 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა - მან 11 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბითაძეს პერიმეტრიდან არც ერთხელ არ უსვრია, საშუალო დისტანციიდან კი ექვსიდან ხუთ შემთხვევაში ზუსტი გახლდათ. საჯარიმოს ხაზზე ის ერთხელ დადგა და ჩააგდო. მოხსნებში ქართველი ორივე გუნდში საუკეთესო იყო და ცხრიდან ოთხ შემთხვევაში თავი დაცვაში, ხუთჯერ კი შეტევაში ასპარეზობისას გამოიჩინა. გარდა ამისა, ბურთი ერთხელ ჩაჭრა, 2 დაფარება მიითვალა და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

რაც შეეხება მატჩის ყველაზე შედეგიან მოთამაშეს, MVP-ის პრიზი გამარჯვებული გუნდის გერმანელმა ლიდერმა, ფრანც ვაგნერმა მიიღო, რომელმაც 27 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.

4 მოგებითა და 6 წაგებით „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. ბითაძე და მისი თანაგუნდელები შემდეგ შეხვედრას 11 ნოემბერს, საკუთარ დარბაზში „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პლეიოფში გავალთ, ბოლომდე გამოვჯანმრთელდი“ | გოგა ბითაძის კომენტარი
„პლეიოფში გავალთ, ბოლომდე გამოვჯანმრთელდი“ | გოგა ბითაძის კომენტარი