თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 16 ქულა - ვირტუსის მე-2 მოგება ევროლიგაში

„ვირტუსმა“ საკალათბურთო ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა. ბოლონიელებმა საკუთარ დარბაზში თელ-ავივის „მაკაბის“ უმასპინძლეს და მეტოქე 7-ქულიანი სხვაობით, 84:77 დაამარცხეს. მატჩის MVP სტუმართა ამერიკელი ლეგიონერი ლევი რენდოლფი (21 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი) გახდა, გამარჯვებულებს შორის საუკეთესო კი თორნიკე შენგელია გახლდათ.

საქართველოს ნაკრების 33 წლის კაპიტანმა 24 წუთი ითამაშა და მატჩი 16 ქულასთან ერთად, 5 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. თოკომ ექვსიდან ხუთი ორქულიანი და ოთხიდან ორი სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზთან კი არც ერთხელ არ დამდგარა. ხუთი მოხსნიდან შენგელიამ სამი დაცვაში, ორი კი შეტევაში თამაშისას შეასრულა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 ჩაჭრა ჰქონდა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

2 მოგებითა და 6 წაგებით „ვირტუსი“ სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა. ევროლიგის მომდევნო ტურში შენგელია და მისი თანაგუნდელები 12 ნოემბერს სტუმრად მადრიდის „რეალთან“ ითამაშებენ, იქამდე კი 10 ნოემბერს იტალიის ჩემპიონატზე გასვლაზე „ვარეზეს“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 12 ქულა - ვირტუსმა ტორტონა დაამარცხა
შენგელიას 12 ქულა - ვირტუსმა ტორტონა დაამარცხა