უოტფორდმა ოქსფორდს მოუგო - ჩაკვე ყველაზე აქტიური იყო
ჩემპიონშიფის მე-15 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „ვიკარიჯ როუდზე“ „ოქსფორდს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე კვადვო ბაას პასით „ონავრების“ ფორვარდმა, ვაკუნ ბაიომ გაიტანა.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ის პოლ ქლევერლიმ სასტარტო შემადგენლობაში, შეტევის მარცხენა ფლანგზე გაამწესა. ქართველმა ნახევარმცველმა Sofascore-ისგან 7,3-იანი შეფასება მიიღო.
ჩაკვეტაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 2 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, დრიბლინგის 4 წარმატებული მცდელობა (8-დან), ბურთთან 59 შეხება, 29-დან 24 ზუსტად შესრულებული პასი (83%), 3 საკვანძო პასი, 1 წარმატებული ჩაწოდება, 1 სახიფათო მომენტი, 11-დან 4 პოზიციური დუელის მოგება და 24 დაკარგული ბურთი.
იხილეთ ჩაკვეტაძის გამორჩეული მომენტები:
15 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 25 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზეა.
გიორგი ჩაკვეტაძე უახლოეს დღეებში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და უკრაინისა და ჩეხეთის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩებისთვის მოემზადება.